„ლიონს“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დაბრუნება გადაუწყვეტავს. ფრანგული კლუბი მზადაა იჯარის წესით აიყვანოს 32 წლის ფეხბურთელი. ბოსნიელის საკუთარ რიგებში ხილვა ასევე საემიროების „ალ-ნასრსაც“ სურს - გვამცნობს Sport.es.
პიანიჩი „ლიონის“ მოთამაშე 2008-11 წლებში გახლდათ. ფრანგული კლუბის მაისურით მან 121 მატჩში 16 ბურთი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ბარსელონაში“ ის 2020 წლიდან თამაშობს.