12:17 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

6 მწვრთნელი, რომლებიც კლოპის „ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს

„ბორნმუთის“ მთავარი მწვრთნელი, სქოთ პარკერი, მეექვსე სპეციალისტი გახდა, რომელიც კლოპის „ლივერპულთან“ წაგების შემდეგ გაათავისუფლეს - გვამცნობს Whoscored.

ადრე ასეთივე ბედი ეწიათ ფრანჩესკო გვიდოლინს („სუონსი“ – 2016 წელს), სლავენ ბილიჩს („ვესტ ჰემი“ – 2017), სლავიშა იოკანოვიჩს („ფულემი“ – 2018), ჟოზე მოურინიუს („მანჩესტერ იუნაიტედი“ – 2018) და მარკუ სილვას („ევერტონი“ – 2019).

41 წლის პარკერი „ბორნმუთს „ 2021 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. მიმდინარე პრემიერლიგის მე-4 ტურში მისმა „ალუბლებმა“ „ლივერპულთან“ 0:9 წააგეს.

0.123942