ფეხბურთი

0:15 | 30.08.2022 | ნანახია 810 - ჯერ

ოფიციალურად: ედინსონ კავანი "ვალენსიაში" ითამაშებს

ესპანურმა „ვალენსიამ“ ედინსონ კავანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. „ელ მატადორმა“ „ღამურებთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კავანი „ვალენსიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მისი ხელფასი სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება. ასე რომ, გიორგი მამარდაშვილი და კავანი მხარდამხარ ითამაშებენ.

ედინსონ კავანი ბოლო ორი წელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, სადაც 59 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მანამდე მან 7 სეზონი პსჟ-ში გაატარა და 301 შეხვედრაში გატანილი 200 გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

კავანის დიდებული პერიოდი ჰქონდა „ნაპოლიშიც“, სადაც 2010-2013 წლებში 138 თამაშში 104 გოლი გაიტანა, ხოლო კარიერის დასაწყისში „პალერმოსა“ და „დანუბიოში“ ირჯებოდა. ურუგვაის ნაკრებში ედინსონის აქტივში 133 მატჩი და 58 გოლია.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:29 | 25.04.2019
ბაბუ პერესი (16691)

10-12 კილომეტრს დარბიან 90 წუთში 7000 კვადრატულ მეტრზე,ირბინეთ მიდით თქვენ მაგდენი და რა დღეში ჩავარდებით ნახავთ.2 კვირა ფეხზე ვერ გაივლით ერთხელ მაინც 60 წუთიც რომ ირბინოთ მაგხელა მოედანზე.რამდენს ვარჯიშობენ მაგისთვის და რა დღეში არიან არ უფიქრდებით უბრალოდ ან არც იცით რას აკეთებს ეგ ხალხი და ცუდია ეგ.არ შეიძლება ეგეთი ზერელე ლაპარაკი მაღალი დონის ფეხბურთელებზე რომლებიც მართლა ბევრს შრომობენ.უსამართლობაა უბრალოდ თორემ მე არც ფეხბურთელი ვარ და არც მათი მეპატრონე.საკუთარ ჯანმრთელობას რისკავს ხალხი იმისთვის რომ მაყურებელს ვისაც ფეხბურთი უყვარს სანახაობა შეთავაზონ და დასაფასებელი ხალხი უფრო არიან ვიდრე ის რომ გაუნათლებლები და არაფრის მაქნისები ეძახოთ.განათლებულ ნაბ..არ ხალხს რომლებიც კაბინეტებში სხედან,ხალხის ფულს ჭამენ და პახოდუ უამრავ ბინძურ მაქინიციას აკეთებენ და ზოგჯერ ადამიანებსაც კლავენ საკუთარი ინტერესების გამო ეგ გაუნათლებელი ფეხბურთელები მირჩევნია იმდენად რომ არც კი შევადარებ.უმრავლესობა მშრომელი პატიოსანი ხალხი არიან და მიტო

17:15 | 25.04.2019
ბაბუს კუნთები (49)

რა თქმა უნდა აქ ფეხბურთელი რა შუაშია, იდიოტი უნდა გამოიყენო და იყენებენ კიდევაც, ბურთის კოტრიალში რომ 20 000 000 იხდის "კაცი", ის ორფეხა დეგენარატი უნდა აცხოვრო დღეში 4 ლარად სახრის ქვეშ..... და რა უნდა ითამაშოს ისეთი ამ ბურთის მეკოტრიალემ, რომ 24 საათში 55 000 გამოიმუშაოს? თუ ვიანგარიშებთ სამუშაო დღე, მაქსიმუმ 8 საათს,(რაც სრულიად გამორიცხულია) ესე იგი გამოდის საათში დაახლოებით 19-20 000. სულ გაგიჟდნენ, ამაში უხდიან ფულს სრულიად ბნელ, გაუნათლებენ მობურთალებს, რომლებსაც მინდორზე წესიერად მოქცევაც კი არ შეუძლიათ და ძალიან ხშირად ფხუკიანობენ, ხან თამაში არ უნდათ და ხან სხვა გუნდში გადასვლა სურთ......ზაზა

18:17 | 25.04.2019
ბაბუ პერესი (16691)

მაგ ფეხბურთელებს მილიარდი შემოსავალი მოაქვთ გუნდებისთვის,ეგენი არიან ფეხბურთის როგორც ბიზნესის მთავარი პროდუქტები და 20 მილიონი აღარ ეკუთვნის წელიწადში იმ მილიარდიდან რასაც აშოვიებს გუნდს?ბევრს ვერც წარმოუდგენია რა შრომას დებენ ფეხბურთელები,მთლიანად იწურებიან,საკუთარი ჯანმრთელობას რისკავენ და მაგაში იღებენ ფულს ამიტომ რაც არ უნდა გაუნათლებელი იყვნენ ალალია მათზე ეგ ფული.თქვენ 100 მეტრიან მოედანზე 90 წუთი სირბილი ყოველ 3-4 დღეში ხუმრობა ამბავი გგონიათ?გაუძლებს თქვენი ორგანიზმი მაგას?დაფიქრებულხართ ოდესმე მაგაზე ვინც მაგას ამბობთ?ეგენი გაცილებით მეტ საქმეს აკეთებენ ფეხბურთის ბიზნესისთვის ვიდრე განათლებული ხალხის უმრავლესობა თავისი სხვა სახეობის ბიზნესისთვის.არავინ არ იცის კიდევ გაუნათლებელი არიან ფეხბურთელები თუ არა.ვისაც სურვილი აქვს განათლების მაინც მიიღებს რა პროფესიაც არ უნდა ქონდეს ცხოვრებაში

14:42 | 25.04.2019
Javshana (3011)

წავიდეს მე ამისი უქნარა, 7 წელი სულ ტყუილად ეგდო მაინც

12:48 | 25.04.2019
N O D (885)

თუ ჩელსის რაიმეს პრეტენზია აქვს, ისეთი ხელფასი უნდა შესთავაზოს აზარს, რომ ფულის გამო გადასვლაზე არც იფიქროს. ბოლოსდაბოლოს მანჩესტერი სანჩესს უხდის კვირაში ნახევარ მილიონს და სკამის გათბობის მეტს არაფერს აკეთებს და ეს ათრევს მთელ გუნდს.

14:29 | 25.04.2019
CR7NOLE (15561)

მართალი ხარ

11:55 | 25.04.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გახდება აზარი რეალის ფეხბურთელი.სხვა ალტერნატივა არც რეალს აქვს და არც აზარს

0.063888
810