იტალიური „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ მილანის „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ლუკა ლოჩოშვილის ტრავმაზეც გააკეთა კომენტარი.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ხვალ გახდება ცნობილი, იქნება თუ არა ლუკა სათამაშოდ მზად.
„ვნახოთ როგორ მდგომარეობაში იქნება დღეს ლოჩო, რადგან თავის დაიზანება აქვს. ყველაფერს გავაკეთებთ მის გამოსაჯანმრთელებლად და იმედი გვაქვს. დღეს რთულია ამის გაგება, ხვალ დილით გავიგებთ“, - თქვა ალვინიმ.
შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილმა განვლილ სამ ტურში მხოლოდ „რომასთან“ ითამაშა, ხოლო წინა შეხვედრაში გუნდს თავის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. „ინტერისა“ და „კრემონეზეს“ მატჩი 30 აგვისტოს გაიმართება.