ფეხბურთი

14:33 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიაში" კავანის ტრანსფერი გადაწყდა

„ვალენსიაში“ ედინსონ კავანის ტრანსფერი გადაწყდა. ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.

ურუგვაელი ფორვარდი ესპანურ კლუბთან კონტრაქტის უახლოესი 24 საათის განმავლობაში გააფორმებს. ის ვალენსიაში დღეს მადრიდიდან ჩავა.

კავანი „ღამურებთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება.

ურუგვაელი ფორვარდი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წევრი იყო, სადაც ბოლო ორი სეზონი გაატარა, მანამდე კი „პარი სენ ჟერმენის“, „ნაპოლისა“ და „პალერმოს“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127443