ფეხბურთი

13:04 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "სამი გასვლითი მატჩის მოგება იოლი არ იყო, კარგი დინამიკა გვაქვს"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგაში "ესპანიოლთან" მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ "სამეფო კლუბს" ზედიზედ 3 გასვლითი მატჩის ჩატარება მოუწია.

"ძალიან ბედნიერი ვარ. სამი გასვლითი თამაშის მოგება ადვილი არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. კარგი გუნდი გვყავს და ყველა მოთამაშე, რომელიც სათადარიგოში გვყავს, გვეხმარება. მთავარია თამაშების მოგება და ყველა მოთამაშის როლი მნიშვნელოვანია.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერი თუ სუსტი მეტოქე გყავს. ყოველ 3-4 დღეში ერთხელ ძლიერ მეტოქეებთან ვითამაშებთ და ყოველთვის არის მომენტები, როცა სირთულეების გადალახვა მოგვიწევს. საერთო ჯამში, დღემდე ყოველ ჯერზე ვაჯობეთ ოპონენტებს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

გეტყვით, რომ "რეალმა" ლა ლიგაში 3 შეხბედრა ჩაატარა და ყველა მათგანი გამარჯვებით დაასრულა, ამიტომ ესპანეთის ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ანჩელოტის გუნდი3 სექტემბერს, შინ "რეალ ბეტისთან' გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109777