ფეხბურთი

11:59 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

უარი პსჟ-ს და "ბარსელონას: გვარდიოლამ ბერნარდო სილვაზე ისაუბრა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ბერნარდო სილვას მომავალზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა პორტუგალიელი ნახევარმცველის "ბარსელონაში" ან "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი გამორიცხა.

„ბერნარდო სილვა ამ ზაფხულს აუცილებლად "მანჩესტერ სიტიში" დარჩება. ის ჩვენთვის თამაშის ბევრ ასპექტში შეუცვლელია. ბერნარდო არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მოედანზე ოთხი ან ხუთი პოზიციის დაფარვა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კატალონიური გრანდი აქტიურად ცდილობდა "მანჩესტერ სიტისთან" ბერნარდო სილვას ტრანსფერზე შეთანხმებას. მოლაპარაკებებში აქტიური იყო პსჟ-ც. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 80-დან 100 მილიონ ევრომდე მერყეობს.

28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ქალაქელთა' შემადგენლობაში 4 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა. "სიტი" პრემიერლიგაში 10 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

0.114815