ფეხბურთი

11:12 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგმა გადაწყვეტილება მიიღო: ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ინგლისური კლუბები უარით გაისტუმრა

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მედიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე იყო. მას არაერთ ინგლისურ კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის: "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსსა" და "ლივერპულს" მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

თავად ნიდერლანდელი ფეხბურთელი არცერთი ზემოთჩამოთვლილი კლუბით არ არის დაინტერესებული და ერთადერთი ვარიანტი ბარსელონაში დარჩენაა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის პირველ სამ ტურში დე იონგი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა. ასევე ის ორჯერ შეცვალეს. 25 წლის ნახევარმცველს ჯერ გოლი არ გაუტანია, კატალონიურ გრანდს კი 7 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112993