ფეხბურთი

10:26 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტიმ "ფიორენტინას" ფანთან იკამათა: "მთელი თამაში საწყალ დედაჩემს ახსენებდნენ" (+VIDEO)

„ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ მატჩის დასრულების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ფლორენციელ გულშემატკივართან იკამათა. როგორც გაირკვა, სპალეტის მთელი შეხვედრის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რამაც ნეაპოლური გუნდის თავკაცის გაბრაზება გამოიწვია.

„მთელი თამაშის განმავლობაში დედაჩემს შეურაცხყოფას აყენებდნენ და იქვე, ახლოს ბავშვები იყვნენ, რომლებიც ამას ისმენდნენ. გაუთავებლად იძახდნენ - „დედაშენი, დედაშენი, დედაშენი“... საწყალი დედაჩემი 90 წლისაა და სახლშია. სათადარიგო სკამის უკან ყოველთვის ასეთი სიტუაციაა, უხეში „პროფესიონალები“ არიან“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ მატჩი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

0.119584