ფეხბურთი

1:43 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" "ესპანიოლი" ბენზემას დუბლით დაამარცხა

მადრიდის „რეალი“ ლა ლიგაში ასპარეზობას უდანაკარგოდ აგრძელებს. „სამეფო კლუბმა“ მესამე ტურში სტუმრად „ესპანიოლი“ რთულ ბრძოლაში დაამარცხა.

„სამეფო კლუბი“ მატჩის დასაწყისშივე ვინისიუსმა დააწინაურა, რასაც ტაიმის ბოლოს ხოსელუმ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. კატალონიელები ამ ანგარიშს 88-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ ბოლოს კარიმ ბენზემასთან ვერაფერი გააწყვეს.

ფრანგმა ფორვარდმა 88-ე წუთზე მადრიდელები დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეათე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„რეალს“ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სევილიის „ბეტისთან“ ერთად ლიდერობს.

„ესპანიოლი“ – „რეალი“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 ვინისიუსი (12), 1:1 ხოსელუ (43), 1:2 ბენზემა (88), 1:3 ბენზემა (90)

თეგებირეალი
0.119383