ფეხბურთი

0:10 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკის ზედიზედ მეორე დუბლი და "ბარსელონას" იოლი გამარჯვება

რობერტ ლევანდოვსკიმ ალღო უკვე „ბარსელონასაც“ აუღო და ესპანეთის ჩემპიონატსაც. წინა ტურში პოლონელმა „სოსიედადთან“ დუბლი შეასრულა და ახლაც იგივე გააკეთა.

ჩავის გუნდმა შინ „ვალიადოლიდი“ იოლად, 4:0 დაამარცხა, ლევანდოვსკიმ კი პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმში კი უპირატესობა სამამდე გაზარდა. კატალონელთაგან გოლები პედრიმ და სერხი რობერტომაც გაიტანეს.

„ბარსელონა“ 7 ქულით მეორე ადგილზეა, მხოლოდ „ბეტისს“ ჩამორჩება, რომელსაც 9 ქულა აქვს. ლევანდოვსკი კი ბომბარდირთა დავაში 4 ქულით ლიდერობას ბორხა იგლესიასთან ერთად იყოფს.

„ბარსელონა“ – „ვალიადოლიდი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (24), 2:0 პედრი (43), 3:0 ლევანდოვსკი (64), 4:0 სერხი რობერტო (90)

0.126646