კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში ნიქოზიის „აპოელმა“ „პაფოსს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა - 1:1.
ამ შეხვედრაში შედგა ლაშა დვალის დებიუტი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, 42-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
სამაგიეროდ, ტრავმა მოირჩინა და დაბრუნდა გიორგი ქვილითაია, რომელიც მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. არ უთამაშია მურთაზ დაუშვილს, რომელიც სათადარიგო სკამზე დარჩა. "პაფოსის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ლევან ხარაბაძეს, რომელიც თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო.