ფეხბურთი

20:50 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

არტური შესაძლოა "ლიონში" ან "პორტუში" გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტურ მელო ტრანსფერზეა დაყენებული და იტალიური კლუბი მის გასხვისებას ცდილობს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს ფრანგული „ლიონი“ და პორტუგალიური „პორტუ“ იწვევენ. ორივე კლუბი მზადაა არტური იჯარით დაიმატოს.

არტური მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული არ არის, მიმდინარე სეზონის არცერთი მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

არტური „იუვენტუსმა“ 2020 წელს „ბარსელონადან“ დაიმატა და მას შემდეგ 63 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო. მანამდე 26 წლის ბრაზილიელი „გრემიოსა“ და „ბარსელონაში“ თამაშობდა.

0.112733