იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა ანდრეა ბელოტიმ ახალი კლუბი იპოვა და კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბელოტი „ჯალოროსის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა, თუმცა მხარეებს მისი ორი წლით განახლების ვარიანტიც ექნებათ. ანდრეა „რომაში“ 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ტამი აბრაჰამის დუბლიორად განიხილება.
შეგახსენებთ, ანდრეა ბელოტი 2015 წლიდან „ტორინოში“ თამაშობდა და 251 მატჩში 113 გოლი გაიტანა, მაგრამ ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და გუნდი დატოვა. მანამდე ის „ალბინოლეფესა“ და „პალერმოს“ წევრი იყო, ხოლო იტალიის ნაკრებში 44 თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი.