ფეხბურთი

17:23 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბას საკუთარი ძმა დაემუქრა: "ხალხმა ყველაფერი უნდა გაიგოს"

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ პოლ პოგბას თავისი ძმა, მათიას პოგბა ემუქრება, რომელმაც სოციალურ ქსელში ვიდეო ოთხ სხვადასხვა ენაზე გამოაქვეყნა.

პოგბას ძმა აცხადებს, რომ მას აქვს სკანდალური მასალა თავისი ძმის შესახებ, ასევე მისი აგენტის, რაფაელა პიმენტასთან დაკავშირებით, რომელსაც პოგბა მეორე დედას უწოდებს.

მათიასი ვიდეოში ასევე ამბობს, რომ მსოფლიომ სიმართლე უნდა იცოდეს და ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ მათ, იმსახურებს თუ არა, პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრებში, „იუვენტუსსა“ და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს. ასევე, სარეკლამო კონტრაქტებსა და ფეხბურთელების პატივისცემას. მათიას პოგბამ ვიდეოში კილიან მბაპეც ახსენა და თქვა, რომ სკანდალური მასალები, რასაც ბევრი დაადასტურებს და დიდი გამოხმაურება მოჰყვება, მასზეც აქვს.

აღსანიშნავია, რომ მათიას პოგბას განცხადებებს პოლ პოგბას ადვოკატებმა სპეციალური განცხადებით უპასუხეს და თქვეს, რომ მათთვის ეს გასაკვირი არ არის, რადგან მათიასი ძმას ემუქრება და მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობს. აქვე გეტყვით, რომ მათიას პოგბაც ფეხბურთელია, თუმცა, დაბალი რანგის გუნდებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133267