იტალიის ნაკრების ლიდერი დანილო გალინარი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაში „აძურის“ ვარსკვლავმა მეოთხე პერიოდში მუხლის ტრავმა მიიღო, როცა მოედანზე ფეხი ცუდად დადგა და თამაში ვერ გააგრძელა. ევრობასკეტი რომ გაუცდება, გალინარიმ თავადაც დაადასტურა.
სამედიდინო გამოკვლევამ მენისკის დაზიანება აჩვენა და გამოცდილი კალათბურთელი ნაკრებს გამოაკლდა: "მტკივნეულია ამ ლურჯ ოცნებაზე უარის თქმა, მაგრამ ევრობასკეტს უნდა ჩავეხსნა. სწორედ იმ ზაფხულში, რომელიც იდეალური ჩანდა. მიუხედავად ამისა, გუნდთან ერთად ვიქნები და ვუქომაგებ", - დაწერა დანილომ სოციალურ ქსელში.
34 წლის გალინარი იტალიის ნაკრების ლიდერია. მან NBA-ში „ნიუ იორკ ნიქსის“, „დენვერ ნაგეტსის“, ლოს ანჯელეს „კლიპერსის“, „ოკლაჰომა სიტისა“ და „ატლანტა ჰოუქსის“ რიგებში უთამაშია, წელს კი „ბოსტოს სელტიკსში“ გადავიდა.
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს, რომლის მასპინძელი იქნება, მისი მეტოქეები კი ესტონეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ხორვატია და დიდი ბრიტანეთი იქნებიან.