ფეხბურთი

13:33 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ "ნაპოლის" ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა

„ნაპოლის“ ნახევარმცველი ფაბიან რუისი კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს. ტრანსფერი შეთანხმებულია და მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.

იტალიელები 26 წლის ესპანელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებენ. რუისს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა. თან, ფეხბურთელს ლუჩანო სპალეტისთან ურთიერთობა გაუფუჭდა და მიმდინარე სეზონში განაცხადშიც არ მოხვედრილა, რადგან რუისს გუნდიდან წასვლა სურდა.

ფაბიან რუისი „ნაპოლიში“ 2018 წელს „ბეტისიდან“ გადავიდა და 166 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა.

0.122063