„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „იუვენტუსთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით შერცხვენილი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და ძალიან გაუმართლათ.
„მატჩის შემდეგ ალეგრის ვუთხარი, რომ პირველ ტაიმში ძალიან მაგრად გვიმართლებდა. პირველ ნახევარში იღბალი მართლაც ჩვენს მხარეს იყო, მეორე ტაიმში კი რაღაცის გაკეთება მოვახერხეთ. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ პირველი ტაიმის მრცხვენოდა. მხოლოდ 0:1-ს რომ ვაგებდით, ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი შედეგი იყო, ძალიან გაგვიმართლა. მეორე ნახევარში განსხვავებულად ვითამაშეთ. თუმცა, ამ სტადიონზე თამაში ადვილი არაა. საბოლოო ჯამში ასეთი თამაშის ფონზე ქულა, ჩვენთვის დიდებული შედეგია“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, „რომას“ სერია A-ში სამი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს „მილანთან“, „ტორინოსა“ და „ლაციოსთან“ ერთად ლიდერობს.