ფეხბურთი

11:10 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: "მინდა, რომ რონალდუ დარჩეს, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, სურს, რომ ის დარჩეს, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ არის.

„მინდა, რომ დარჩეს, ჩვენ მასთან ერთად ვგეგმავთ მომავალს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ რონალდუ აუცილებლად დარჩება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი, ბოლო წამამდე ფხიზლად ვიქნებით იმის მიხედვით, რაც მოხდება“, - ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს აქტიურად უკავშირებენ იტალიურ „ნაპოლის“. პორტუგალიელი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის დატოვებას ცდილობს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120829