ფეხბურთი

0:55 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ცრვენა ზვეზდაში" აზაროვის დებიუტი შედგა

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ ირაკლი აზაროვის დებიუტი შედგა. ქართველმა მცველმა სერბეთის ჩემპიონატის მერვე ტურში „იავორთან“ ითამაშა.

აზაროვი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 63-ე წუთამდე იყო, შემდეგ კი შეცვალეს, როცა ანგარიში 1:1. საბოლოოდ, ბელგრადელებმა 4:1 მოიგეს და 18 ქულით, უდანაკარგოდ ლიდერობენ ჩემპიონატს (ორი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული).

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ აგვისტოს დასაწყისში შეუერთდა. მას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება არ ჰქონდა, ხოლო სერბეთის ჩემპიონატში მისი გადასვლის შემდეგ ბელგრადელებმა სულ მეორე მატჩი ჩაატარეს.

0.104468