ფეხბურთი

0:05 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" აუტსაიდერთან მარცხს გადაურჩა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ღრმა აუტსაიდერ „ლოკომოტივთან“ მარცხს გადაურჩა.

გია გეგუჩაძის გუნდს ძალიან გაუჭირდა გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც 22 ტურში მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა მოპოვებული. თორნიკე ძებნიაურის პენალტით „ლოკო“ დაწინაურდა და საქმე სეზონში მეორე გამარჯვებამდე მიჰყავდა, მაგრამ ბათუმელები წაგებისგან 86-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ იხსნა.

„დინამო ბათუმს“ 54 ქულა აქვს და „დინამო თბილისს“ 7 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება. „ლოკომოტივი“ 4 ქულით ბოლო ადგილზეა და წინ „დინამო თბილისთან“ დაპირისპირება ელის.

ტური „თელავისა“ და „ტორპედოს“ მატჩით დასრულდა, რომელშიც ქუთაისელები გიორგი ქიმაძის სწრაფი გოლით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში კახელებმა პედრო მონტეიროს ავტოგოლით გაათანაბრეს. „ტორპედო“ 31 ქულით მეხუთე საფეხურზეა და „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 28 ქულით მეშვიდეა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ გაეჯიბრება.

„ლოკომოტივი“ – „დინამო ბათუმი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ძებნიაური (52, პენ), 1:1 ფანცულაია (86)

„თელავი“ – „ტორპედო“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ქიმაძე (4), 1:1 მონტეირო (55, ა.გ)

0.119355