ფეხბურთი

21:52 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: „აქამდე „მანჩესტერს“ გუნდური სული აკლდა“

პრემიერლიგის მე-4 ტურში „საუთჰემპტონთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (0:1), „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ადაპტაციაა საჭირო. ყოველ მატჩზე გასამარჯვებლად უნდა გახვიდე მინდორზე. რაც დღეს გავაკეთეთ. არადა, აქამდე ეს პრობლემა იყო. როცა ბოლომდე არ იხარჯები და როგორც პროფესიონალი 100 პროცენტს არ დებ მოედანზე, არ გაქვს გუნდური სული, რომელ ფილოსოფიაზე და ტაქტიკაზეა საუბარი.

ჯერ გუნდური სული უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ სხვა ყველაფერი.“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

0.111688