ფეხბურთი

20:48 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანე: „გამიმართლა, რომ თავის დროზე კლოპთან მოვხვდი გუნდში“

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, სადიო მანემ, ჟურნალისტებს მისი ყოფილი ლივერპულელი მწვრთნელის, იურგენ კლოპის შესახებ გაუზიარა აზრი.

„მას შემდეგ, რაც „ლივერპულში“ მოვხვდი, კლოპის ხელმძღვანელობით ყოველდღიურად ვვითარდებოდი, როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ასევე პროფესიულად. ყოველთვის ვამბობდი, რომ გამიმართლა გერმანელ სპეციალისტთან მოხვედრით.“ - ციტირებს სენეგალელი ფორვარდის სიტყვებს Anfield Watch.

წლეულს, 22 ივნისს, მანემ „ბაიერნთან“ 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ტრანსფერი 41 მილიონი ევრო დაჯდა.

0.123671