ფეხბურთი

18:20 | 27.08.2022 | ნანახია 393 - ჯერ

"მანჩესტერმა" პრემიერლიგაში სტუმრად თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ სეზონის კოშმარული სტარტის შემდეგ, როგორც ჩანს, ნელ-ნელა მძიმე მდგომარეობიდან გამოდის და ზედიზედ მეორედ მოიგო.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდი სტუმრად „საუთჰემპტონს“ ეწვია და მართალია რთულ და არცთუ სანახაობრივ თამაშში, მაგრამ მაინც აჯობა - 1:0. გამარჯვების გოლი 55-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა და „წითელ ეშმაკებს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

ვთქვათ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ისევ არ იყო ძირითად შემადგენლობაში და მოედანზე მხოლოდ 68-ე წუთზე შევიდა. გარდა ამისა, შედგა კაზემიროს დებიუტიც, რომელმაც ბოლო 10 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში სტუმრად 7-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და თებერვლის შემდეგ საგარეო შეხვედრა პირველად მოიგო.

„მანჩესტერს“ ოთხი ტურის თავზე 6 ქულა აქვს მოპოვებული. ტენ ჰაგის გუნდმა ჯერ „ბრაიტონთან“ (1:2) და „ბრენტფორდთან“ (0:4) წააგო, წინა ტურში კი „ლივერპული“ დაამარცხა (2:1).


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:04 | 27.08.2022
Kobe Bean (21683)

ისე რაც კრისტინა და მაგუაიერი გადააჯინა სკამზე ტენჰააგმა,მაგის შემდეგ მართლა დაიწყეს მოგებები.კაზემიროს სახით კი ნაღდად საჭირო ფეხბურთელი დაიმატეს.იგივე კაზემიროს ჟურნალისტმა კითხა რეალიდან მანჩესტერში რატომ გადადი როცა მანიუ ლიგაზეც არ თამაშობსო და ლიგა 5 მაქვს რაღა ჩემ მზედ მინდაო)))ანუ კაცმა პირდაპირ თქვა რომ ფულის გამო მივიდა და ზოგი იძახის რა უნდოდა მანჩესტერშიო.ეჰ არ იცის ცხოვრება

19:06 | 27.08.2022
Kobe Bean (21683)

*ეჰ არ იცის ცხოვრება ბევრმა

0.123546