იტალიის სერია A-ს მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ ფლორენციელთა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქართველ ფეხბურთელზეც გააკეთა კომენტარი.
„მას ჩემპიონი ფეხბურთელის თვისებები აქვს. გოლის გატანა ყველა მეთოდით შეუძლია - თავით, მარჯვენა და მარცხენა ფეხით. დიდებული ფეხბურთელია და ვულოცავ „ნაპოლის“, რადგან ეს მოთამაშე დიდ ფასეულობას ავლენს. მის წინააღმდეგ პერსონალური მეურვეობა გვექნება? ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ნათელია, რომ ფენომენების წინააღმდეგ ფენომენურად უნდა ითამაშო“, - თქვა იტალიანომ.
შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 28 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.