ფეხბურთი

15:21 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ფოფანას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

ლონდონის „ჩელსიმ“ „ლესტერ სიტისთან“ ვესლი ფოფანას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ინგლისური გუნდი მას ანტონიო რიუდიგერისა და ანდრეას კრისტენსენის შემცვლელად განიხილავენ, რომლებმაც გუნდი მიმდინარე ზაფხულს დატოვეს.

ფრანგი ფეხბურთელი ლონდონელებთან კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, ხოლო ტრანსფერის ღირებულება 75 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

22 წლის ვესლი ფოფანას „ლესტერში“ 2020 წლიდან 52 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, მანამდე ის „სენტ ეტიენის“ ღირსებას იცავდა, საფრანგეთის ნაკრებში კი არასდროს უთამაშია.

0.1132