ფეხბურთი

14:45 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნგოლო კანტე 4 კვირა ვერ ითამაშებს

ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი ნახევარმცველი ნგოლო კანტე კიდევ ოთხი კვირა ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადა.

„მისი შეცვლა რთულია, ის უნიკალური მოთამაშეა. თავიდან იმედიანად ვიყავით, რადგან მისთვის ინდივიდუალური პროგრამა შევქმენით, მაგრამ 4 კვირა იუქმებს“, - აღნიშნა ტუხელმა.

შეგახსენებთ, ნგოლო კანტემ ბარძაყის ტრავმა „ტოტენჰემთან“ ორი კვირის წინ გამართულ მატჩში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11179