უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კალენდარი გამოაქვეყნა და ამრიგად, გაირკვა მატჩების ჩატარების ზუსტი თარიღი და დროები.
ჩვენთვის ყველაზე საყურადღებოა ხვიჩა კვარაცხელიას გამო „ნაპოლია“, რომელიც A ჯგუფში ითამაშებს. „ნაპოლი“ პირველ ტურში „ლივერპულს“ უმასპინძლებს და შესაბამისად, დიდი ალბათობით, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე კვარას დებიუტი ინგლისურ გრანდთან ექნება.
იტალიური კლუბის კალენდარი ასეთია:
7 სექტემბერი: „ნაპოლი“ – „ლივერპული“ (23:00 საათი)
13 სექტემბერი: „რეინჯერსი“ – „ნაპოლი“ (23:00)
4 ოქტომბერი: „აიაქსი“ – „ნაპოლი“ (23:00)
12 ოქტომბერი: „ნაპოლი“ – „აიაქსი“ (20:45)
26 ოქტომბერი: „ნაპოლი“ – „რეინჯერსი“ (23:00)
1 ნოემბერი: „ლივერპული“ – „ნაპოლი“ (23:00)
ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას გარდა, კიდევ ერთი ქართველი, დავით ხოჭოლავაც ითამაშებს, რომლის „კოპენჰაგენი“ „მანჩესტერ სიტის“, „სევილიასა“ და „დორტმუნდს“ შეხვდება.
დანიური კლუბის კალენდარი ასეთია:
6 სექტემბერი: „დორტმუნდი“ – „კოპენჰაგენი“ (20:45 საათი)
14 სექტემბერი: „კოპენჰაგენი“ – „სევილია“ (23:00)
5 ოქტომბერი: „მანჩესტერ სიტი“ – „კოპენჰაგენი“ (23:00)
11 ოქტომბერი: „კოპენჰაგენი“ – „მანჩესტერ სიტი“ (20:45)
25 ოქტომბერი: „სევილია“ – „კოპენჰაგენი“ (20:45)
2 ნოემბერი: „კოპენჰაგენი“ – „დორტმუნდი“ (23:00)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კალენდარი:
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთ დროს კლუბი ინახავდა მესის ნეიმარს სუარესს რომელთაც ძალიან დიდი ხელფასი ქონდათ,ხოდა იმათი ხელფასები თუ არ იყო სხვა ფეხბურთელების რეგისტრაციისთვის პრობლემა ეხლა რაღატომაა პრობლემა?გასაგებია მაშინ შემოსავლებიც მეტი ქონდათ და როგორც ვიცი შემოსავლების 70 პროცენტს არ უნდა ცდებოდეს ფეხბურთელთა ხელფასები,ანუ უნდა ჩაჯდე 70 პროცენტიან ლიმიტში.ხოდა ასე როგორ დააზარალა კორონამ ბარსელონა,ანუ ასე როგორ დაუგდო შემოსავლები რომ ამათაც ვეღარ არეგისტრირებენ როცა ამათ ყველას ერთად არ აქვთ იმდენი ხელფასი რაც მსნ-ს და ხავიესტას ქონდათ.ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ არცერთ სხვა კლუბს იგივე პრობლემა არ აქვს.მოკლედ ბართომეუმ ყველანაირად გააქრო კლუბი.არც ისაა გამორიცხული ლაპორტა რომ სიაფანტობდეს კოუტინიოების და ასეთების მოსაშორებლად რომელთაც დიდი ხელფასი აქვთ და არაფერს აკეთებენ