კალათბურთი

11:21 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "თორნიკე შენგელიას გარეშე სათამაშოდ უნდა მოვემზადოთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, თორნიკე შენგელიას გარეშე თამაში რთული იქნება, მაგრამ საამისოდ უნდა მოემზადონ.

"დღეს ერთ-ერთ ტოპ გუნდს და ჯგუფის ლიდერ იტალიას ვხვდებით. მათ ძალიან გამოცდილი გუნდი ყავს, რომელთა კალათბურთელები ევროლიგასა და NBA-ში თამაშობენ. ამ შეხვედრისთვის კონცენტრირებულები და ფოკუსირებულები ვართ, განსაკუთრებით დაცვაში. ჩვენ გვჭირდება ბურთზე კონტროლი და სროლებში წინააღმდეგობის გაწევა. რადგან ამ კომპონენტში მეტოქე ძალიან ძლიერია. ამავე დროს ეს პირველი შეხვედრა იქნება კაპიტანი თორნიკე შენგელიას გარეშე, რომელიც გუნდის მთავარ ძალას წარმოადგენდა და ის იყო უდიდესი ძალა როგორც ფარქვეშ, ასევე პერიმეტრზე.

ევრობასკეტამდე ბოლო შეხვედრაა, ახალ რეალობას უნდა მოვერგოთ და ამან დაგვანახოს თუ რა დონეზე ვართ ახლა. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ამავე დროს ვისწავლოთ თამაში თორნიკე შენგელიას გარეშე და მოვემზადოთ ევრობასკეტისთვის, სადაც კაპიტანი ვერ დაგვეხმარება", - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს L ჯგუფში სამი მოგებით და ორი წაგებით მესამე ადგილი უკავია, იტალია კი ესპანეთთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

0.121887