ვუელტას მეშვიდე ეტაპზე გამარჯვებული სანტიმეტრებმა გამოავლინა. 32 წლის ესპანელმა ხესუს ერადამ ფინიშის წინ, ველოსიპედი ოსტატურად წინ წაიგდო, რამაც კარიერაში მეორედ მოიგო ვუელტას ეტაპი. მან ოთხი მეტოქე ჩამოიტოვა, რომლებთან ერთადაც ფინიშს მიაღწია. მეორე ადგილზე იტალიელი სამუელე ბატისტელა გავიდა, მესამეზე კი ბრიტანელი ფრედ რაიტი გაქვიდა.
ორი სამთო ეტაპის წინ, ფავორიტებმა ძალების გაფრთხილება ამჯობინეს და ბელგიელმა რემკო ევენპოელმა იოლად შეძლო ლიდერის წითელი მისურის შენარჩუნება. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე ისევ ფრანგი რუდი მოლარი, ესპანელი ენრიკ მასი და ვუელტას სამგზის ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი არიან.
„ეს სიგიჟეა. ბოლო კილომეტრზე მოთმინება გამოვიჩინე. ბორბლებს მივყვებოდი. ვიცოდი, რომ ჯგუფში სწრაფი მეტოქეები მყავდა. მაგრამ ჩემს სპრინტერულ შესაძლებლობებს მივენდე“, - ყვება ერადა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ვუელტაზე, უკვე მეორე ესპანელმა შეძლო გამარჯვება. პირველიმა თავი მეხუთე ეტაპზე მარკ სოლერმა გამოიჩინა. არადა, უკვე ორი წელია, ესპანელები ვუელტას ეტაპების მოგებას ვერ ახერხებდნენ.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ევენპოელი ბოლო 40 წელიწადში მხოლოდ მეორე ბელგიელი მრბოლია, ვინც ვუელტაზე ლიდერობის შენარჩუნება შეძლო. 2010 წელს ეს ფილიპ ჟილბერსაც გამოუვიდა.