ფეხბურთი

1:38 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერენა: "ნაპოლიმ" ამ ზაფხულს ორი ფენომენი იყიდა"

„იუვენტუსის“, „ფიორენტინასა“ და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიკელე სერენამ „ნაპოლის“ სატრანსფერო ბაზარი შეაფასა და კლუბის ხელმძღვანელობა შეაქო.

როგორც მან თქვა, ნეაპოლელებმა ბაზარზე ორი ფენომენი დაიმატეს და ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა.

„ნაპოლიმ“ რევოლუცია მოახდინა შემადგენლობაში და არაფერი შეცვლილა? დიახ, აზრი არ აქვს ხაზგასმით აღვნიშნო ლუჩანო სპალეტის დამსახურება, რომელიც ეგრევე ახერხებს სწორი გამოსავლის პოვნას. უნდა შევაქოთ კლუბის ხელმძღვანელობა, რომელმაც ორი ფენომენი იყიდა: ქართველი კვარაცხელია და სამხრეთკორეელი კიმ მინ-ჯე“, - თქვა სერენამ.

0.114203