ჩოგბურთი

1:11 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ამ სეზონში მაინც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელია

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს თითქმის ერთი წელია, არ უთამაშია. მაგრამ ამის მიუხედავად, უკვე ზედიზედ მე-17 წელია, არავის უთმობს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელის წოდებას.

ფედერერი ახლა 41 წლისაა და შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ არ უთამაშია, რადგან მტკივან მუხლზე კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა. სწორედ მუხლის ტრავმაა იმის მიზეზი, რომ შვეიცარიელ გრანდს ბოლო დროს იშვიათად ეძლევა კორტზე გამოსვლის საუალება.

მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელმა, გასულ 12 თვეში მაინც 90 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ოღონდ, ამ თანხას უნდა დააკლდეს გადასახადები და აგენტების ჰონორარები. რა თქმა უნდა, ეს შემოსავალი მას ტურნირების საპრიზო ფონდებიდან არ მიუღია. ის ანაზღაურებას სხვადასხვა სახის ბიზნეს საქმიანობით ღებულობს. ჩოგბურთელთა სიაში კი იმ მრტივი მიზეზის გამოა, რომ სპორტისთვის თავი ოფიციალურად არ დაუნებებია.

სიაში მეორე ადგილზეა ნაომი ოსაკა, ვისაც საკუთარი ბიუჯეტი 56.2 მილიონი დოლარით შეუვსია. 24 წლის იაპონელმა ენბიე-ის სუპერ ვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსთან ერთად, მედიაკომპანია შექმნა. ოსაკა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელი ქალია და შარშან უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე სერენა უილიამსმა.

ამერიკელმა გრანდმა, ვინც ამ სეზონის ბოლოს, საკუთარ სპორტულ კარიერას დაასრულებს, ბოლო 12 თვეში 35.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 31.4 მილიონი დოლარია რაფაელ ნადალის, 27.1 მილიონი კი ნოვაკ ჯოკოვიჩის ანგარიშზე.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სიაში მეექვსე ადგილზეა ბრიტანელი თინეიჯერი ემა რადუკანუ, ვინც გასულ სეზონში, აშშ-ის ღია პირველობაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. მის ანგარიშზე 21.1 მილიონი დოლარია, უფრო მეტი, ვიდრე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დანიილ მედვედევმა (19.3 მილიონი) დააგროვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115039