ფეხბურთი

23:09 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენის აგენტმა რონალდუსთან გაცვლა და "მანჩესტერში" ტრანსფერი უარყო

„ნაპოლის“ თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის აგენტმა რობერტ კალენდამ უარყო გავრცელებული იმის შესახებ, რომ მისი კლიენტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადადის.

კალენდამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიგერიელ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.

„არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არც არანაირი გაცვლა იგეგმება. ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ მოთამაშეა და სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში თავის „ნაპოლისთან“ ერთად მას შემდეგ, რაც მოედანზე მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან ერთად დამსახურებულად მოიპოვა მისი საგზური“, - დაწერა სოციალურ ქსელში კალენდამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ შეიძლება ოსიმენის სანაცვლოდ „მანჩესტერისგან“ 100 მილიონი ევრო და კრიშტიანუ რონალდუ ერთწლიანი იჯარით მიიღოს. თუმცა, როგორც ხედავთ, ამ დროისთვის აგენტმა ეს ინფორმაცია უარყო.

0.11485