ფეხბურთი

19:35 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია უშიშრად თამაშობს და ეს ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი იქნება"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ, რომელიც Sky Sport-ის მიმომხილველია, ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ ჯგუფი შეაფასა. მან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს გაუსვა ხაზი.

„ვნახოთ, რამდენად შეძლებს კვარაცხელია ჩვენს გაოცებას ჩემპიონთა ლიგაზეც. მას არ აქვს შიში და ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ უშიშრად თამაში გადამწყვეტი ხრიკი იქნება“, - თქვა კონდომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები „ლივერპული“, „აიაქსი“ და „რეინჯერსი“ იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122495