ძიუდო

18:58 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალი კეიტო კიჰარამ არ დაუშვა: სარაევოში ჩვენი დღევანდელი მონაგარი ვერცხლი და ბრინჯაოა

სარაევოში გრძელდება ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი. მესამე დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 3 ძიუდოისტი გამოდიოდა და მათგან ორმა მედალი მოიპოვა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესაძლოა ქათული ფინალიც ყოფილიყო, თუმცა იაპონელმა კეიტო კიჰარამ ეს შესაძლებლობა არ დაუშვა.

შესაბამისად, ვერცხლს დაეუფლა ლუკა ჯავახიშვილი, რომელმიც პირველი წრიდან თავისუფალი იყო. ფინალამდე მან ლიტველ, თურქ, კანადელ და ნიდერლანდელ სპორტსმენებს აჯობა, თუმცა ფინალში ძირითადი დროის ამოწურვამდე 30 წამით ადრე გაფრთხილება მიიღო და მოგება მეტოქეს ჩაეთვალა.

ამავე წონაში გიორგი მიშველიძემ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ როგორც ვთქვით იაპონელ მეტოქესთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბრაზილიელ მეტოქეს გოლდენ სქორში გაკეთებული ულამაზესი იპონით აჯობა.

გეტყვით, რომ 81 კილოგრამში გიორგი ჩაფურიშვილი გამოდიოდა. ისიც პირველი წრიდან თავისუფალი იყო, თუმცა მეორე წრეში იტალიელ ფრანჩესკო სანსონეტს შეხვდა და დამარცხდა.

ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე ამ დროისთვის 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია, ხვალ ტატამზე -90 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიებში კიდევ 2 სპორტსმენი ნოდარ ალაფიშვილი და ნიკოლოზ ზაალიშვილი გამოვლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115641