„ნაპოლის“ ვიცე-კაპიტანმა მარიო რუიმ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ ქართველს ჯერ ადაპტაციის პერიოდი აქვს, მაგრამ ეჭვი არ ეპარება, რომ ბევრად მეტი შეუძლია.
„კვარაცხელია? შთამბეჭდავად ტექნიკურია, მაშინვე ხვდები, რამდენად ძლიერია. ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი შეუძლია“, - თქვა მარიო რუიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს საწყის ორ ტურში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მესამე ტურში „ნაპოლი“ ფლორენციის „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.