ფეხბურთი

18:30 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო მორატი: "ვულოცავ "ნაპოლის" კვარაცხელიას ტრანსფერს, არავინ ელოდა, ასეთი მაგარი თუ იქნებოდა"

მილანის „ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა მასიმო მორატიმ იტალიური მედიასთან თავისი აზრი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დააფიქსირა.

როგორც მორატიმ აღნიშნა, ძალიან მოეწონა და არავინ ელოდა, ასეთ მოკლე დროში ამდენ გოლს თუ გაიტანდა.

„ეს ბიჭი ფენომენია. სად იპოვეს? როგორ შეძლეს მისი დამატება? არავინ ელოდა, რომ ასეთი მაგარი იქნებოდა და მაშინვე ამდენ გოლს გაიტანდა. მართლაც, ვულოცავ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ასეთი შესანიშნავი ტრანსფერის განხორციელებას“, - განაცხადა მორატიმ.

შეგახსენებთ, რომ მასიმო მორატი „ინტერის“ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტია. სხვათა შორის, მანამდე „ნერაძურის“ მამამისი, ანჯელო მორატი ხელმძღვანელობდა, თუმცა ამჟამად მორატების ოჯახს „ინტერი“ აღარ ეკუთვნის.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს საწყის ორ ტურში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მესამე ტურში „ნაპოლი“ ფლორენციის „ფიორენტინას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.11076