სტამბოლში უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდა.
კონფერენს ლიგაზე 5 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს, სულ ორ გუნდში - გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა „სლოვანში“, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი - „ლეხში“.
„სლოვანი“ H ჯგუფში „ბაზელთან“, „ჟალგირისსა“ და „პიუნიკთან“ ერთად მოხვდა, ხოლო „ლეხი“ C ჯგუფში „ვილიარეალთან“, „ჰაპოელსა“ და „აუსტრიასთან“ იასპარეზებს.
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ასეთია:
A ჯგუფი
„ბაშაქშეჰირი“ (თურქეთი)
„ფიორენტინა“ (იტალია)
„ჰართსი“ (შოტლანდია)
რფს (ლატვია)
B ჯგუფი
„ვესტ ჰემი“ (იტალია)
„სტიაუა“ (რუმინეთი)
„ანდერლეხტი“ (ბელგია)
„სილკებორგი“ (დანია)
C ჯგუფი
„ვილიარეალი“ (ესპანეთი)
„ჰაპოელი“ (ისრაელი)
„აუსტრია“ (ავსტრია)
„ლეხი“ (პოლონეთი)
D ჯგუფი
„პარტიზანი“ (სერბეთი)
„კიოლნი“ (გერმანია)
„ნიცა“ (საფრანგეთი)
„სლოვაცკო“ (ჩეხეთი)
E ჯგუფი
„ალკმაარი“ (ნიდერლანდები)
„აპოლონი“ (კვიპროსი)
„ვადუცი“ (ლიხტენშტეინი)
„დნიპრო 1“ (უკრაინა)
F ჯგუფი
„გენტი“ (ბელგია)
„მიოლდე“ (ნორვეგია)
„შემროკ როვერსი“ (ირლანდია)
„დიურგარდენი“ (შვედეთი)
G ჯგუფი
„სლავია“ (ჩეხეთი)
„კლუჟი“ (რუმინეთი)
„სივასპორი“ (თურქეთი)
„ბალკანი“ (კოსოვო)
H ჯგუფი
„ბაზელი“ (შვეიცარია)
„სლოვანი“ (სლოვაკეთი)
„ჟალგირისი“ (ლიეტუვა)
„პიუნიკი“ (სომხეთი)
შეგახსენებთ, უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი 8 სექტემბერს დაიწყება და 3 ნოემბერს დასრულდება, ხოლო პლეი-ოფის სტადია სტარტს 16 თებერვალს აიღებს, ფინალი კი 7 ივნისს, პრაღაში ჩატარდება.