ფეხბურთი

15:34 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: გუნდები 8 ჯგუფში გადანაწილდნენ

დღეს, ევროპა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, შედეგად მონაწილე 32 გუნდი ოთხ 8-გუნდიან ჯგუფში განაწილდა.

ევროპა ლიგაზე სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს - ირაკლი აზაროვი ("ცრვენა ზვეზდა"), ლუკა გუგეშაშვილი ("ყარაბაღი) და ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი"), შესაბამისად, ამ სამი გუნდის მეტოქეები ყველაზე მეტად დაინტერესო იყო.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ასეთია:

A ჯგუფი

„არსენალი“ (ინგლისი)

პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)

„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია)

„ციურიხი“ (შვეიცარია)

B ჯგუფი

„დინამო“ (უკრაინა)

„რენი“ (საფრანგეთი)

„ფენერბაჰჩე“ (თურქეთი)

„აეკ“ (კვიპროსი)

C ჯგუფი

„რომა“ (იტალია)

„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი)

„ბეტისი“ (ესპანეთი)

„ჰიკ“ (ფინეთი)

D ჯგუფი

„ბრაგა“ (პორტუგალია)

„მალმიო“ (შვედეთი)

„უნიონი“ (გერმანია)

„უნიონ სან-ჟილუა“ (ბელგია)

E ჯგუფი

„მანჩესტერი“ (ინგლისი)

„სოსიედადი“ (ესპანეთი)

„შერიფი“ (მოლდოვა)

„ომონია“ (კვიპროსი)

F ჯგუფი

„ლაციო“ (იტალია)

„ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები)

„მიდტიულანდი“ (დანია)

„შტურმი“ (ავსტრია)

G ჯგუფი

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი)

„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)

„ფრაიბურგი“ (გერმანია)

„ნანტი“ (საფრანგეთი)

H ჯგუფი

„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)

„მონაკო“ (საფრანგეთი)

„ფერენცვაროში“ (უნგრეთი)

„ტრაბზონსპორი“ (თურქეთი)

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ახალი სეზონი 8 სექტემბერს დაიწყება და ჯგუფური ეტაპი 3 ნოემბერს დასრულდება. პლეი-ოფის სტადია სტარტს 16 თებერვალს აიღებს, ხოლო ფინალი 31 მაისს, ბუდაპეშტში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115066