ფეხბურთი

11:07 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დელე ალი თურქეთში ითამაშებს

ლივერპულის „ევერტონის“ ნახევარმცველი დელე ალი სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელი ფეხბურთელი თურქულ კლუბს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და „არწივებს“ მისი გამოსყიდვის უფლება მომდევნო ზაფხულს ექნებათ.

დელე ალი „ევერტონში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მანამდე 2015 წლიდან „ტოტენჰემის“ მაისურით 269 მატჩში თავი 67-ჯერ გამოიჩინა. ინგლისის ნაკრებში მის ანგარიშზე 37 შეხვედრა და 3 გოლია.

0.131442