ჩოგბურთი

3:30 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშს ვერ შეძლებს. ისევე როგორც ავსტრალიის ღია პირველობის გაცდენის შემთხვევაში, ამჯერადაც მიზეზი ისაა, რომ ის კოვიდ-19-ზე აცრილი არაა. ამის გარეშე კი ნიუ იორკში არ შეუშვებენ.

„სამწუხაროდ, ნიუ იორკში გამგზავრებას და იქ აშშ-ის ღიაზე გამოსვლას ვერ შევძლებ. ყველა მოტამაშეს იღბალს ვუსურვებ. ვეცდები, კარგი განწყობა შევინარჩუნო და დაველოდო მომენტს, როდესაც თამაშის შესაძლებლობა მომეცემა“, - ტვიტერზე დაწერა ჯოკოვიჩმა, ვისაც ადრე ნათქვამი აქვს, რომ მზადაა, გამოტოვოს დიდი სლემის ტურნირები, რომლებზე გამოსვლისთვისაც, კოვიდ-19-ზე სრული ვაქცინაციაა საჭირო.

35 წლის ჯოკოვიჩმა ამავე მიზეზით, სეზონის დასაწყისში ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშა, სადაც ჩემპიონის ტიტული უნდა დაეცვა. ის აშშ-ის ღია პირველობის განცხადში იყო შეყვანილი. ტურნირი 29 აგვისტოს დაიწყება.

ჯოკოვიჩს აშშ-ის ღია პირველობა სამჯერ აქვს მოგებული. გარდა ამისა, ფლეშინგ მედოუსის ფინლში ექვსჯერ ითამაშა. ახლახანს მან უიმბლდონი მოიგო, რაც მის კარიერაში დიდი სლემის ტურნირებზე 21-ე გამარჯვებაა. ამაზე მეტი მხოლოდ რაფაელ ნადალს აქვს, ერთით ნაკლები კი - როჯერ ფედერერს.

0.126752