„ლივერპულს“ ფან-საიტმა Liverpool.com-მა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ სამივე მეტოქის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.
„ნაპოლის“ შემთხვევაში ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გამახვილდა, რომლის მიხედვით ნათქვამია, რომ მომავალში შეიძლება ქართველი „ლივერპულისთვის“ საინტერესო ფეხბურთელი იყოს.
„ნაპოლიში“ ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც შეიძლება მომავალში საინტერესო იყოს „ლივერპულისთვის“, მაგრამ ყველაზე საინტერესო ახალი სახელია: ხვიჩა კვარაცხელია. ფაბიო კაპელომ ის უკვე შეადარა მოჰამედ სალაჰს, მეტსახელად კი კვარადონა შეარქვეს. როგორც ჩანს, 21 წლის კვარაცხელია „ნაპოლიში“ დიდხანს არ დარჩება. დრო გვიჩვენებს, შეიძლება თუ არა, ის იყოს ახალი ლუის დიასი ან დარვინ ნუნიესი. მან შთაბეჭდილება „ენფილდზე“ უკვე მოახდინა და Transfermarkt-ზე 15 მილიონიანი შეფასება, მალე გაიზრდება“, - წერს Liverpool.com-ი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები „ლივერპული“, „აიაქსი“ და „რეინჯერსი“ იქნებიან.