ფეხბურთი

22:10 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "რთული ჯგუფია, მაგრამ არც მათ უხარიათ "ნაპოლისთან" შეხვედრა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ძალიან რთული ჯგუფია, მაგრამ არც მეტოქეები იქნებიან გახარებული „ნაპოლისთან“ შეხვედრით. სპალეტიმ ხაზი გაუსვა, რომ სამივე გასვლითი მატჩის ჩატარება ისტორიულ სტადიონებზე მოუწევთ.

„ძალიან რთული ჯგუფი გამოვიდა, როგორც თითქმის ყველა დანარჩენი. რთული სათქმელია გასვლის რამდენ პროცენტიანი შანსი გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უპრესტიჟულესი ტურნირისთვის შესაბამის სიმაღლეზე ვიყოთ.

რთული მეტოქეები გვერგო, მაგრამ არც მათ უხარიათ „ნაპოლისთან“ შეხვედრა. ჩვენი სამივე მეტოქე წარმოადგენს ევროპული ფეხბურთის საუკეთესო ისტორიას და ტრადიციას. სამ საფეხბურთო ტაძარში თამაშობენ - „იოჰან კრუიფ არენაზე“, „ენფილდსა“ და „აიბროქსზე“. ნამდვილად ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიასა და ტრადიციაში ვითამაშებთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსს“, „ლივერპულსა“ და „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

0.110898