ფეხბურთი

21:34 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ბენზემა და ანჩელოტი საუკეთესოებად დაასახელა

უეფამ ახალი სეზონის წინ ტრადიციულად გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და გარდა ამისა, გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.

როგორც მოსალოდნელი იყო 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად უეფას ვერსიით მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დასახელდა. მოულოდნელი არაა ისიც, რომ საუკეთესო მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" გასულ სეზონში ფინალში "ლივერპული" დაამარცხა.

0.10558