ძიუდო

19:23 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქრო მსოფლიო ჩემპიონატიდან: საბა სამადაშვილი ჩემპიონია

ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ქარელი და 66 კილოგრამში საბა სამადაშვილი გახდნენ.

საბა პირველი წრიდან თავისუფალი იყო და მეორე წრეში საუდს არაბეთის წარმომადგენელს შეხვდა, მას მერე ჩვენებურმა ყაზახ და იტალიელ მეტოქეებსაც აჯობა. ნახევარფინალში ფრანგ ალექსის რენადრს 50 წამში იპონით მოუგო, ხოლო ფინალში უზბეკ ოტაბოევი შეხვდა, რომელიც ილეთის გაკეთებას თავად აპირებდა, თუმცა, ქართველმა ჯერ თავის დაცვა და შემდეგ იპონით მისი დამარცხება მოახერხა. არადა ჩვენებურს 1 წუთში უკვე 2 შიდო ჰქონდა მიღებული.

რაც შეეხება დავით ქარელს, მან პირველ წრეში პოლონელ კამილ მიჩანას, შემდეგ კი სლოვაკ კლობუჩკინს აჯობა. მერვედფინალში და მეოთხედფინალში 17 წლის სპორტსმენმა ჯერ უნგრელ ძიუდოისტს მოუგო, ხოლო შემდეგ ყაზახეთის წამომადგენელ ორინბასერს ვაზარით სძლია.

ნახევარფინალში ჩვენებურმა აზერბაიჯანელ ნაზიმ იმრანოვს ასევე ვაზარით აჯობა, ხოლო ფინალურ დაპირისპირებაში კი ფრანგ რაი კელვინს შეხვდა და იპონით დაამარცხა.

ამ დროისთვის საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე 2 ოქრო და 2 ბრინჯაოა. გუშინ მედლები დავით ლომითაშვილმა და საბა საბაშვილმა მოიპოვეს. დღეს კიდევ ერთი ძიუდოისტი საბა სამადაშვილი გამოვა, რომელიც 66 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალშია გასული და ოქროს მედლისთვის

აქვე გეტყვით, რომ აქამდე გამომსვლელმა ყველა ქართველმა მედლის მოპოვება შეძლო, გარდა 50 კილოგრამში მოასპარეზე ლუკა მაისურაძისა, რომელმაც პირველივე ბრძოლა დათმო. ხვალ კი საქმეში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მიშველაძე და მათე ჩაფურიშვილი ჩაერთვებიან. ეს უკანასკნელი პირველი წრიდან თავისუფალია და მეორე წრეში მისი მეტოქე იტალიელი ფრანჩესკო სანსონეტი იქნება.

0.137827