ფეხბურთი

18:22 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა: "ჩემი პირადი მიზანი იყო ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა"

დანიური „კოპენჰაგენის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს პირად მიზნადაც ჰქონდა დასახული, რომ ოჯახი გაეხარებინა.

„ჩემი პირადი მიზანი იყო ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, რათა ოჯახი გამეხარებინა. ჩემს მეუღლეს ველაპარაკე და კინაღამ ატირდა. ის ჩემ გამო ნამდვილად ბედნიერია. სასიამოვნოა, რომ ამ რთული პერიოდის მერე ყველა ჩვენგანს აქვს გარკვეული სასიხარულო ამბავი. მართლაც სასიამოვნოა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა“, - თქვა ხოჭოლავამ.

შეგახსენებთ, „კოპენჰაგენმა“ პლეი-ოფში თურქეთის ჩემპიონი „ტრაბზონსპორი“ ორი მატჩის ჯამში (2:1, 0:0) დაამარცხა. ხოჭოლავას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვს, როცა დონეცკის „შახტარში“ თამაშობდა.

0.117507