ფეხბურთი

13:46 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანტონის „მანჩესტერში“ გადასვლა სურს

„აიაქსის“თავდამსხმელ ანტონის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს - გვამცნობს De Telegraaf.

წყაროს ინფორმაციით 22 წლის ბრაზილიელი „აიაქსის“ ხელმძღვანელობას ესაუბრა და სთხოვა უახლოესი ორი დღის განმავლობაში მანკუნიანელებთან საქმე მოაგვარონ. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ გარიგება ფინანსურად მომგებიანი იქნება მისთვისაც და ამსტერდამული კლუბისთვისაც. მისი წარმომადგენლები კი უკვე სახლსაც ეძებენ მანჩესტერში.

ბრიტანულ ტაბლოიდებში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს „მანჩესტერი“ მზადაა ანტონიში 94 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113071