„აინტრახტის“ მეკარე კევინ ტრაპმა ჟურნალისტებს მის მიმართ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინადადების შესახებ აცნობა.
„მართლაც მივიღე წერილობითი შეთავაზება „მანჩესტერიდან,“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბიდან. თუმცა გუშინ ორივე კლუბის ხელმძღვანელს ვაცნობე, რომ „აინტრახტში“ ვრჩები.“ - დაწერა ტრაპმა სოციალურ ქსელში.
32 წლის გერმანელი „არწივების“ რიგებში 2012 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში კი გუნდთან ერთად ევროპა ლიგის გათამაშება მოიგო. „აინტრახტთან“ არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.