ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ჯგუფი ცნობილია. სტამბოლში გამართულ წილისყრაზე 32 გუნდი რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. ყველაზე საინტერესო ჩვენთვის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისა" და დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენის" მეტოქეების ვინაობა იყო.
იტალიური გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები "აიაქსი", "ლივერპული" და "რეინჯერსი" იქნებიან, ხოლო დანიური კლუბი G ჯგუფში "მანჩესტერ სიტისთან", "სევილიასა" და "დორტმუნდთან" ერთად ითამაშებს.
რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, "ბაიერნი", "ბარსელონა" და "ინტერი" ერთად მოხვდნენ, რაც დიდი ინტრიგაა, ისევე, როგორც H ჯგუფი, სადაც "პარი სენ ჟერმენი", "იუვენტუსი" და "ბენფიკა" ითამაშებენ.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ასეთია:
A ჯგუფი
"აიაქსი" (ნიდერლანდები)
"ლივერპული" (ინგლისი)
"ნაპოლი" (იტალია)
"რეინჯერსი" (შოტლანდია)
B ჯგუფი
"პორტუ" (პორტუგალია)
"ატლეტიკო" (ესპანეთი)
"ლევერკუზენი" (გერმანია)
"ბრიუგე" (ბელგია)
C ჯგუფი
"ბაიერნი" (გერმანია)
"ბარსელონა" (ესპანეთი)
"ინტერი" (იტალია)
"პლზენი" (ჩეხეთი)
D ჯგუფი
"აინტრახტი" (გერმანია)
"ტოტენჰემი" (ინგლისი)
"სპორტინგი" (პორტუგალია)
"მარსელი" (საფრანგეთი)
E ჯგუფი
"მილანი" (იტალია)
"ჩელსი" (ინგლისი)
"ზალცბურგი" (ავსტრია)
"დინამო" (ხორვატია)
F ჯგუფი
"რეალი" (ესპანეთი)
"ლაიფციგი" (გერმანია)
"შახტარი" (გერმანია)
"სელტიკი" (შოტლანდია)
G ჯგუფი
"მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)
"სევილია" (ესპანეთი)
"დორტმუნდი" (გერმანია)
"კოპენჰაგენი" (დანია)
H ჯგუფი
"პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი)
"იუვენტუსი" (იტალია)
"ბენფიკა" (პორტუგალია)
"მაკაბი ჰაიფა" (ისრაელი)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 6 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. ზოგადად კალენდარი კი ასეთია:
I ტური: 6-7 სექტემბერი
II ტური: 13-14 სექტემბერი
III ტური: 4-5 ოქტომბერი
IV ტური: 11-12 ოქტომბერი
V ტური: 25-26 ოქტომბერი
VI ტური: 1-2 ნოემბერი
მერვედფინალი: 14-15/21-22 თებერვალი (პირველი მატჩები), 7-8/14/15 მარტი (საპასუხო მატჩები)
მეოთხედფინალი: 11-12 აპრილი (პირველი მატჩები), 18-19 აპრილი (საპასუხო მატჩები)
ნახევარფინალი: 9-10 მაისი (პირველი მატჩები), 16-17 მაისი (საპასუხო მატჩები)
ფინალი: 10 ივნისი (სტამბოლი, „ათათურქი)