კალათბურთი

20:12 | 24.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ნიდერლანდებთან მატჩში ტრავმა მიიღო

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ნიდერლანდებთან მატჩში ტრავმა მიიღო.

ქართველმა კალათბურთელმა მესამე პერიოდში სავარაუდოდ მხარი დაიზიანა და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა. ჯერჯერობით, უცნობია ტრავმის ხარისხი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ერთ კვირაში ევროპის ჩემპიონატი იწყება, საქართველოს ნაკრებს შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნას.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამედიცინო შემოწმების შემდეგ გავრცელდება.

0.1155